პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც ღრძილების დაავადებების თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს.
ჩვენ ვატარებთ დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, მათ შორის გინგივიტის (ღრძილების ანთება), პაროდონტიტის (ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა), ღრძილების რეცესიის (ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება) და პერიიმპლანტიტის (იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება) მკურნალობას.
პროფესიული მიდგომით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვზრუნავთ თქვენი ღიმილის ხანგრძლივ ჯანმრთელობაზე.