ესთეტიკური სტომატოლოგია

• გათეთრება ლაზერით
• ენდოგათეთრება
კბილების გათეთრება ლაზერით ძალიან ხანმოკლე, მარტივი და უმტკივნეულო პროცესია. ლაზერით გათეთრებისას კბილებზე თავსდება სპეციალური გელი, რომელში არსებული ნივთიერებებიც ამდიდრებენ მინანქარს.
ლაზერის აპარატიდან გამოსხივებული ტალღა ააქტიურებს გელს და ცვლის კბილის ფერს. ამასთან ამტკიცებს და აჯანსაღებს მინანქრის სტრუქტურას და ეფექტურად მოქმედებს ღრძილებზეც. გათეთრების შედეგად, ღრძილებიც უფრო ჯასაღად გამოიყურება.
თანამედროვე სტომატოლოგიაში ფერშეცვლილი კბილების ენდოგათეთრება გულისხმობს კბილის შიგნიდან გაღიავებას მათეთრებელი აგენტის მოქმედებით, კერძოდ ფესვის არხიდან.
