დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს ხელოვნური ფესვის (იმპლანტის) ყბის ძვალში დანერგვას. იმპლანტი წარმოადგენს საყრდენს, რაზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი იგივე გვირგვინი. მიუხედავად სხვადასხვა მეთოდის არსებობისა, დენტალური იმპლანტაცია რჩება ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ გზად დაკარგული კბილების აღსადგენად.
EU Dent -ში იმპლანტაციის პროცედურა სრულად უმტკივნეულოა და ტარდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით.
ოპერაცია საშუალოდ 40 - 60 წუთს გრძელდება, ხოლო შედეგი ბუნებრივი კბილისაგან არ განსხვავდება.
