სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე "EU Dent"_ში

eudent image

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ჩატარდა.

ინიციატივის ფარგლებში პატარებს ჩაუტარდათ კბილების პროფესიული წმენდა, პირის ღრუს სრული დიაგნოსტიკა და თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დაიგეგმა მკურნალობის შემდგომი ეტაპები.

ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროფილაქტიკური სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნების ხელშეწყობა.

სტომატოლოგიური სერვისების გაწევაზე ზრუნავდნენ:

  • სოფიო აბაიშვილი - თერაპევტი, პაროდონტოლოგი;

  • ეთერ ჩოხელი - პაროდონტოლოგი, მოზრდილთა თერაპევტი;

  • ნათია კუჭავა - თერაპევტი, პაროდონტოლოგი;

  • ნინო იმნაძე - ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი;

  • ანა კიზირია - პირის ღრუს ქირურგი, ბავშვთა სტომატოლოგი, თერაპევტი.

EU Dent მომავალშიც განაგრძობს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის პოპულარიზაციასა და ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას.