თინათინ სვანიშვილი

ექიმი თერაპევტი
თინათინ სვანიშვილი

თინათინ სვანიშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკა „EU Dent“ -ში თერაპევტ-სტომატოლოგია.

მან სტომატოლოგიური განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო პროფესიული საქმიანობა თერაპიულ სტომატოლოგიაში 2000 წლიდან დაიწყო.

თინათინი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სანდო ექიმია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას 25 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს არა მხოლოდ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას, არამედ აკადემიურ სფეროში აქტიურ ჩართულობასაც.
იგი 2020 წლიდან დღემდე  „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი, ხოლო 2022 წლიდან  GSPI-ს სასწავლო კურსის ხელმძღვანელია.

2014 წლიდან პარალელურად არის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ განვითარებაში და ზრუნავს თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე სასწავლო პროცესში.

თინათინ სვანიშვილი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, კონგრესისა და მასტერ-კლასის მონაწილე და მოწვეული სპიკერია. მათ შორის აღსანიშნავია ბათუმის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესები, პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის მიმართულებით გამართული ტრენინგები, მიკროქირურგიული ენდოდონტიის კურსები და სხვა.

ასევე მონაწილეობდა რომში, საპიენცას უნივერსიტეტში გამართულ IV საერთაშორისო კონგრესში  „ზუსტი პაროდონტოლოგია - მიდგომები“.

თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური საქმიანობითა და მუდმივი პროფესიული განვითარებით, თინათინ სვანიშვილი პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე, უსაფრთხო და ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას.