სოფიო აბაიშვილი

ექიმი თერაპევტი, პაროდონტოლოგი
სოფიო აბაიშვილი

სოფიო აბაიშვილი კლინიკა "EU Dent" -ში 2023 წლიდან საქმიანობს. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თერაპიულ სტომატოლოგიასა და არაქირურგიულ პაროდონტოლოგიაში.

სოფიომ პროფესიული განათლება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო (2014-2019). სარეზიდენტო პროგრამა გაიარა თერაპიულ სტომატოლოგიაში და მიიღო მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება კონსერვატიულ პაროდონტოლოგიაში.

სოფიო აქტიურად არის ჩართული პროფესიულ განვითარებაში და რეგულარულად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებსა და კონგრესებში.

სოფიო ასევე მონაწილეობდა ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიურ კონფერენციასა და თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესში.