ნინი იმნაძე

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი
ნინი  იმნაძე

ნინო იმნაძე „EU Dent“-ში ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით 2025 წლიდან მუშაობს.

მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო თერაპიული სტომატოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, რის შემდეგაც პროფესიული განვითარება გააგრძელა რეზიდენტურაში და საქმიანობა საკუთარი სპეციალობით დაიწყო.

ნინო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციას. მისი მიდგომა ეფუძნება მშვიდ, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს შექმნას, რათა პატარა პაციენტებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი არ იყოს სტრესული.

ნინო მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გავლილი აქვს ტრენინგები სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, ექიმისა და პაციენტის უსაფრთხოების, ასევე პირველადი დახმარების მიმართულებით.

მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება უსაფრთხო, თანამედროვე და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და კომფორტულ მკურნალობას როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.