ნათია კუჭავა

ნათია კუჭავა მრავალწლიანი გამოცდილებით მუშაობს პაროდონტოლოგიასა და თერაპიულ სტომატოლოგიაში.
მან პროფესიულმა განათლება დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო (2001–2007). 2020-2021 წლებში სარეზიდენტო პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში გაიარა. 2022 წელს დაამთავრა სპეციალიზებული კურსი პაროდონტოლოგიის მიმართულებით.
პროფესიული კარიერის განმავლობაში ნათია კუჭავა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, მათ შორის: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია (2020), „ლაზერის გამოყენება სტომატოლოგიაში“ (2023), ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია (2023), თბილისის მე-12 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი (2023) და 21-ე საერთაშორისო კონგრესი „ინვაზიურობის შემცირება კლინიკური შედეგების კომპრომისის გარეშე“ (2023).
ნათია კუჭავა მუდმივად აუმჯობესებს პროფესიულ უნარებს და იყენებს თანამედროვე სტომატოლოგიური მკურნალობის მეთოდებს.
ნათია დღეს უკვე EU Dent -ის გუნდის წევრია. იგი აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში და ხელს უწყობს პაციენტების პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ესთეტიკას.
