ნათია ბახსოლიანი

ექიმი თერაპევტი
ნათია ბახსოლიანი

ნათია ბახსოლიანი კლინიკა EU Dent-ის თერაპევტი სტომატოლოგია, მრავალწლიანი კლინიკური და აკადემიური გამოცდილებით.

მან სტომატოლოგიური განათლება მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (1995-2000), რის შემდეგაც გაიარა დიპლომისშემდგომი გრძელვადიანი სპეციალიზაცია სტომატოლოგიურ კლინიკა „უნიდენტში“ (2000-2001). 2002 წელს მიიღო თერაპევტი სტომატოლოგის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, ხოლო 2002-2005 წლებში იმავე აკადემიაში სწავლობდა მიზნობრივ ასპირანტურას ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით.

ნათია ბახსოლიანს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც კლინიკურ, ასევე აკადემიურ სფეროში. 2020 წლიდან არის „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის მოწვეული ლექტორი და პროგრამის კომიტეტის წევრი.

 

იგი აქტიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი თანამედროვე სტომატოლოგიაში, მათ შორის ტკივილის მართვაში, ინფექციების კონტროლში, ენდოდონტიაში და სტომატოლოგიური მომსახურების მენეჯმენტში. მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კონგრესებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში (მათ შორის FDI-ის Continuing Dental Education პროგრამაში).