მარიამ მანია
ექიმი ორთოდონტი

კლინიკა „EU Dent“ -ში კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ინდივიდუალური და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში ჩვენი ორთოდონტები დაგეხმარებიან.
მარიამ მანიას ორთოდონტიის მიმართულებით 11 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და დღეს უკვე საუნივერსიტეტო კლინიკა „EU Dent“-ში თქვენი ღიმილის ესთეტიკასა და სწორ ფუნქციონირებაზე იზრუნებს.
მარიამ მანიამ უმაღლესი განათლება მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (2007–2012). სწავლის დასრულების შემდეგ მან პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები გაიღრმავა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სასწავლო-კვლევით ცენტრებში (2012-2019).
მარიამმა პროფესიული საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დღემდე უწყვეტად მუშაობს.
