მარიამ გოგიბერიძე

მარიამ გოგიბერიძე ექიმი თერაპევტია "EU Dent" -ში, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი აქტიურად საქმიანობს როგორც პრაქტიკულ სტომატოლოგიაში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.
მარიამმა სტომატოლოგიური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. პროფესიული განვითარების ფარგლებში 2018-2019 წლებში გაიარა რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში პაროდონტოლოგიის მოდულის ჩათვლით იტალიაში, University of Sassari-ში, ESN+ Traineeship Grant -ის პროგრამის ფარგლებში.
მარიამ გოგიბერიძე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. 2022-2025 წლებში იგი იყო სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წლიდან არის მოწვეული ლექტორი ევროპის უნივერსიტეტში.
მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს თერაპიულ სტომატოლოგიას, პაროდონტოლოგიას, ენდოდონტიას, რესტავრაციულ სტომატოლოგიასა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
მარიამ გოგიბერიძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, ტრენინგებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში. მათ შორისაა პაროდონტოლოგიის, ენდოდონტიისა და რესტავრაციული სტომატოლოგიის მიმართულებით ჩატარებული საერთაშორისო კონგრესები, ასევე დიდი ბრიტანეთის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის (CPD) ტრენინგები, რომლებიც მოიცავს თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, ღიმილის ესთეტიკურ დიზაინს, არხების მკურნალობის თანამედროვე ტექნიკებსა და სტომატოლოგიური პრაქტიკის მართვის საკითხებს.
იგი ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში როგორც მონაწილე და მომხსენებელი, სადაც წარადგინა კვლევები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებებისა და მათი მართვის საკითხებზე.
პრაქტიკულ საქმიანობაში მარიამ გოგიბერიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პაციენტთან კომუნიკაციას, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას, რაც პაციენტებს უზრუნველყოფს ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული მკურნალობით.
