ლევან ქიმერიძე
ექიმი თერაპევტი, პირის ღრუს ქირურგი
პირის ღრუს ქირურგი და თერაპევტი ლევან ქიმერიძე 2023 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა „EU Dent“-ის გუნდის წევრია.
კარიერის განმავლობაში ლევან ქიმერიძემ სამუშაო გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მიიღო. ის აქტიურად მუშაობდა თერაპიული, ქირურგიული და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებით, მათ შორის ყბა-სახის ქირურგიის სფეროში.
„EU Dent“ -ში მისი მუშაობა ეფუძნება თანამედროვე სტომატოლოგიურ სტანდარტებს, მუდმივ პროფესიულ განვითარებას და ხარისხზე ორიენტირებულ შედეგებს.
