ქეთევან როსტიაშვილი

ექიმი თერაპევტი
ქეთევან როსტიაშვილი

ქეთევან როსტიაშვილი კლინიკა EU Dent-ის თერაპევტი სტომატოლოგია.

ქეთევანმა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სტომატოლოგიის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. რეზიდენტურა გიარა თერაპიულ სტომატოლოგიაში და დამატებითი პროფესიული განათლება სპეციალიზებული სტომატოლოგიური პროგრამის ფარგლებში.

ქეთევან როსტიაშვილი 2010 წლიდან საქმიანობს თერაპიულ სტომატოლოგიაში, აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროფესიულ ღონისძიებებსა და ტრენინგებში.

2007 წლიდან მონაწილეობს სტომატოლოგიურ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში,  გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები, მონაწილეობდა სტომატოლოგიური ასოციაციების კონგრესებში, თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან (მათ შორის თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორებთან);

მუდმივად მონაწილეობს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში.

მისი მუშაობის მთავარი პრინციპია ზუსტი დიაგნოსტიკა, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტისთვის კომფორტული, ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფა.