ბექა ბერულავა

პირის ღრუს ქირურგი, თერაპევტი
ბექა ბერულავა

კლინიკა „EU Dent“-ში თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე პირის ღრუს ქირურგი და თერაპევტი ბექა ბერულავა იზრუნებს.

ბექას სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დღეს კი „EU Dent“-ში პაციენტებს ქირურგიულ და თერაპიულ მკურნალობას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად სთავაზობს.

ბექა ბერულავამ რეზიდენტურა პირის ღრუს ქირურგიასა და თერაპიულ სტომატოლოგიაში გაიარა. ის აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, რათა პაციენტებს შესთავაზოს თანამედროვე, უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა.

2023 წლიდან ბექა RADIX სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წევრია.